Notice: Undefined variable: UB in /home/rltravel/domains/rltravel.ge/public_html/libs/Functions.php on line 598

Notice: Undefined variable: UB in /home/rltravel/domains/rltravel.ge/public_html/libs/Functions.php on line 612

ჩვენ გიქმნით ამინდს!

ჩვენ გიქმნით ამინდს!

ჩვენ გიქმნით ამინდს!

სამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახეთის მიწა-წყალი მრავალ საიდუმლოს ინახავს. არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყო, რომ ადამიანს სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან უცხოვრია. რეგიონის ტერიტორიაზე მრავალი ადრეანტიკური ხანის ნაქალაქარი და ყორღანული სამარხი იქნა აღმოჩენილი. აქ ვხვდებით ციკლოპური ტიპის, უზარმაზარი ლოდებისგან მშრალად ნაშენ ციხე-ნამოსახლარებს, გალავნებს, კოშკებსა და აკლდამებს. სამცხე-ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და კულტურულად დაწინაურებული პროვინცია იყო.

ვრცლად ნახვა
საქართველოს ისტორიული დედაქალაქები

სხვა

საქართველოს ისტორიული დედაქალაქები

 საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე სამი დედაქალაქი გააჩნდა. პირველი დედაქალაქი - მცხეთა ჯერ კიდევ ჩვ.წ IV-III საუკუნეში არსებობდა. ეს არის ,,მარადიული ქალაქი", რომელსაც უკავშირდება ქართველი ერის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება. მცხეთიდან იწყება ქრისტიანობის ისტორია საქართველოში.                                       თბილისი- საქართველოს ამჟამინდელი დედაქალაქი, ქართველთა მეფემ, ვახტანგ გორგასალმა, გადმოიტანა მცხეთიდან მე–5 საუკუნეში. თბილისი წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე, თავისი უძველესი და თანამედროვე არქიტექტურის, კულტურისა და ტრადიციების შერწყმით.                                         გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქის სტატუსს, ქუთაისი 124 წლის მანძილზე ინარჩუნებდა.978 წელს ბაგრატ III-მ სამეფო ტახტი ქუთაისში დადგა. ძველ ბერძნულ მითოლოგიასა და ისტორიაში ქუთაისი „მინოსის ხანაშია“ (ძვ.წ.აღ XVII-XV საუკუნეშია) მოხსენიებული. სახელგანთქმულ „არგონავტიკაში“, რომელიც 3300 წლის წინანდელ ამბებს გვამცნობს ყველა ამბავი ქუთაისის გარშემო ტრიალებს.

ვრცლად ნახვა
სვანეთი

სვანეთი

სვანეთი

  აქ, სვანეთის მთებში ქრება ტკივილი, დარდი და გულგრილობა. ბერჯერ უნდა გაოცდე, ბევრჯერ აღფრთოვანდე ცას მიბჯენილი მწვერვალებით, საუკუნოვანი კოშკებით და თვითმყოფადი, ხელუხლებელი ტრადიციებით. იმოგზაურე კავკასიონის ამ იდუმალ გარემოში და შეიგრძენი უძველესი კულტურა და ადათ-სეწები,რომელსაც სვანები უკანასკნელი 4000 წლის განმავლობაში ინახავენ. სწორედ აქ შეიქმნა მითი ოქროს საწმისზე. სვანეთის მდინარეებს ოქრონარევი ქვიშა მოჰქონდა, რომელსაც მოსახლეობა ცხვრის ტყავით მოიპოვებდა. არგონავტებიც ოქროს საწმისის მოპოვების სურვილმა მოიყვანა კოლხეთის სამეფომდე. ოქროს მოპოვების ხალხური ტრადიცია აქ დღესაც შემორჩენილია.

ვრცლად ნახვა
მცხეთა

მცხეთა

მცხეთა

  მცხეთის სამ ათასწლეულზე მეტი ისტორია განუყოფელია საქართველოს გმირული წარსულისაგან. იმოგზაურე ამ ,,მარადიულ ქალაქში" და მიხვდები თუ რატომ უწოდებენ მას ,,ქართლის კარიბჭეს", რატომ იყო ,,ქალაქი მცხეთა განდიდებულ უმეტეს ყოველთასა", ან როგორ იქცა უფლის კვართზე ამოზრდილი კვიპაროსი მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელ ცხოველმყოფელ სვეტად. წმინდა ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ცვეტიცხოველი-ქართული ხელოვნებისა და არქიტექტურის უმშვენიერესი ძეგლი, სადაც დავანებულია ქალაქის უმთავრესი სიწმინდე - ,,ჯვარცმის წინ განმოსილი მაცხოვრის კვართი". მტკვრისა და არაგვის შესართავთან აღმართულ მთის წვერზე დგას მეექვსე საუკუნის ძეგლი, ქართული ხუროთმოძღვრების შედევრი - ჯვრის მონასტერი.

ვრცლად ნახვა
კახეთი

კახეთი

კახეთი

  თუ კახეთის მონახულება განიზრახე , წინ უდიდესი მოგზაურობა გელის. ეს არის ქართული ვაზის 8 000 წლოვანი ტრადიცია, ცად აზიდული ალავერდი და იდუმალი ძველი შუამთა, ტურისტული ბილიკებით დასერილი ვაშლოვანის ნაკრძალი და ალაზნის თვალუწვდენელი ველი, ბუმბერაზი კავკასიონის მყინვარება და გარეჯის მწველი უდაბნო.                     ადი თუშეთში და იქაური მთებივით მაღალ კოშკებში შეიხედე... აქ ვარსკვლავებიც ფეხად ჩამოდიან დედამიწაზე. დააგემოვნე უგემრიელესი ქართული ღვინო, გაეცანი ქართული სუფრის უძველეს ტრადიციებს, მოინახულე დართლო და დიკლო, იხილე ლოპოტის ტბის მშვენიერება და შენ მიხვდები რომ იპოვე ნამდვილი სამოთხე დედამიწაზე.

ვრცლად ნახვა
შეიგრძენი იმერეთი

იმერეთი

შეიგრძენი იმერეთი

   იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი რეგიონია. არქეოლოგიური მონაცემებით დღევანდელი ქუთაისის ტერიტორია 100 000 წლის წინ იყო დასახლებული. ძვ.წ. XV-XIII საუკუნიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება. იმერეთის ისტორიული წარსული საქართველოს უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობაა. იმერეთში არსებულ ძეგლთა შორის უმნიშვნელოვანესია ბაგრატის ტაძარი, გელათის სამონასტრო ანსამბლი, გეგუთის ციხე-დარბაზი, მოწამეთის სიძველეები, კაცხის სვეტი, მღვიმევის დედათა მონასტერი და სხვა. ტურისტებისათვის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტია ოკაცეს კანიონი და სათაფლიას მღვიმეები. ასევე საინტერესოა ტრადიციული იმერული სუფრა და უნიკალური ვაზის ჯიშები, რომელთა გაშენება იმერეთში უხსოვარი დროიდან დაუწყიათ. 

ვრცლად ნახვა
ყაზბეგი - კლდოვანი სამოთხე

ყაზბეგი

ყაზბეგი - კლდოვანი სამოთხე

 გაეცანით მაღალმთიან, კლდოვან სამოთხეს, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს - ყაზბეგს, რომელიც გიზიდავს უნიკალური ქართული ტრადიციებით, სტუმართმოყვარეობითა და გასაოცარი ბუნების შერწყმით. აქ თოვლიან ქედებს შორის ცას მიბჯენილი მთის წვერზე ამაყად დგას გერგეთის სამება, საქართველოს ძველი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი სიამაყე, თავისი ლანდშაფტთან შერწყმითა და მიმზიდველი კომპოზიციით. თქვენ გელით დაუვიწყარი გზა ჯვრის უღელტეხილის გავლით, რომელიც არავის არ ტოვებს გულგრილს. იხილავთ შუა საუკუნეების არქიტექტურის საუკეტესო ნიმუშს - ანანურის ციხე-სიმაგრეს. ეწვევით ლეგენდარული ხინკლის სამშობლოს ფასაუნარს. მოგზაურობის ბოლოს კი ესტუმრებით "კავკასიის კარიბჭედ" წოდებულ დარიალის ხეობას. 

ვრცლად ნახვა
ტური მრავალფეროვან აჭარაში

აჭარა

ტური მრავალფეროვან აჭარაში

 აჭარის ბუნება მეტად მრავალფეროვანია. მასში მთისა და ზღვის წარმტაცი პეიზაჟები, ბუნებრივი ნაკრძალებისა და ულამაზესი პარკების სიმდიდრე, საუცხოო სამზარეულო და თვითმყოფადი ტრადიციები ერთმანეთს ავსებს და ერთნაირად იზიდავს ქართველ თუ უცხოელ დამსვენებელს.

 აჭარაში მდებარეობს ბათუმის, ქობულეთის, სარფის, გონიოს, ციხისძირის და მწვანე კონცხის ულამაზესი პლაჟები, რომლებიც ზაფხულობით უამრავ ტურისტს მასპინძლობს და დაუვიწყარ დასვენებას ჰპირდება.

 აჭარა, კერძოდ კი გონიოს ციხის ტერიტორია სიმბოლურ ადგილს წარმოადგენს იმ მიწისა, სადაც ოქროს საწმისის ძიებაში იასონი და არგონავტები ჩავიდნენ.

 

ვრცლად ნახვა
რაჭა

რაჭა

რაჭა

 რაჭის უნიკალურობას არა მხოლოდ მისი გეოგრაფიული მდებარეობა, არამედ მდიდარი, მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა განსაზღვრავს. თვითმხილველთა უზომო აღტაცებას იწვევს მხარის მთიანეთი, კავკასიონის ჭაღარა მწვერვალები და მთაგრეხილები, მდინარეები და ჩანჩქერები, მრავალრიცხოვანი ტყის მასივები და მათში გავრცელებული ცხოველ - ფრინველები, ბუნებრივი გამოქვაბულები და მღვიმეები, უღელტეხილები, ულამაზესი გზა - ბილიკები, შაორისა და ლაჯანის წყალსაცავები და სხვა სანახაობანი. განუმეორებელ ეფექტს ახდენს ეთნიკურად ადგილობრივი წარმოშობის მოსახლეთა გაცნობა და მათთან ურთიერთობა. უმდიდრესია მათი ისტორიული წარსული, ყოფა, კულტურა, ფოლკლორი, რის შესახებაც ჯერ კიდევ ძველი ბერძენი, რომაელი, სპარსი, თურქი და ევროპელი მკვლევარ - მოგზაურნი წერდნენ.

 საქვეყნოდაა განთქმული აქაური სამკურნალო მინერალური წყლები და კურორტები, სადაც მათივე სახელობის 25-ზე მეტი სამკურნალო - მინერალური და გოგირდოვანი წყალი მოიპოვება. 

ვრცლად ნახვა
შეიგრძენი ძველი თბილისი

თბილისი

შეიგრძენი ძველი თბილისი

  საქართველოსთან ურთიერთობა  მისი ულამაზესი დედაქალაქით-თბილისით უნდა დაიწყო , რომელიც მდიდარი ისტორიის, გასაოცარი ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების ჯაჭვს ქმნის. აქ იხილავთ უნიკალურ, შუასაუკუნეების არქიტექტურას, ულამაზეს ხედებს მდინარე მტკვრის სანაპიროზე, გვერდიგვერდ მდგარ სინაგოგას, მეჩეთსა და ქრისტიანულ ტაძრებს.        თბილისის სულს კი წარმოადგეს ,,ძველი თბილისი"  ტერასული სახლებით, მზიანი ქუჩებით, ძველი გუმბათოვანი ეკლესიებით, უძველესი მონასტრების ნანგრევებით, ტრადიციული თბილისური აივნების ულამაზესი  ჩუქურთმებით. თბილისი სწორედ ის ქალაქია, რომელიც მოგნუსხავს, პულსს აგიჩქარებს და შენს  გულში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.

ვრცლად ნახვა
ასურელ მამათა კვალდაკვალ

სხვა

ასურელ მამათა კვალდაკვალ

 წმინდა ნინოს შემდეგ საქართველოს გაქრისტიანებაში უდიდესი წვლილი 13 ასურელ მამას მიუძღვის, რომლებიც ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე ანტიოქიის უდაბნოდან VI საუკუნეში შემოვიდნენ. მათმა მოღვაწეობამ ქართულ მართლმადიდებლურ ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვა. ეკლესია-მონასტრები, რომლებიც მათ დააარსეს, ქართული მწიგნობრობისა და განათლების ცენტრად იქცნენ. იოანე ზედაზნელს ღვთისმშობლის გამოცხადებით ეუწყა თავისი მოწაფეების საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საქადაგებლად გაგზავნა. დღესაც დგას გარეჯის, მარტყოფის,შიო მღვიმის, ალავერდის, ნეკრესის, წილკნის, სამთავისისა და ზედაზნის წმინდა სალოცავები - ქართული ხუროთმოძღვრების შეუდარებელი ძეგლები.

ვრცლად ნახვა

   ჩვენი ახალგაზრდა, ენერგიითა და ენთუზიაზმით აღსავსე გუნდი გთავაზობთ ტურისტულ მომსახურებას, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. ჩვენ ვეხმარებით ტურისტებს საქართველოს მრავალფეროვანი ბუნების შეცნობაში. თქვენ ერთდროულად შეგიძლიათ დატკბეთ მუდმივად დათოვლილი ყაზბეგისა და სვანეთის მთებით, ბათუმის ზღვის თბილი სანაპიროთი, ესტუმროთ მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას- კახეთს, დააგემოვნოთ უგემრიელესი ქართული კერძები და 8.000 წლის ტრადიციების მქონე ქართული ღვინო. თქვენ მოიხიბლებით ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით, უძველესი კულტურისა და თანამედროვე ცხოვრების შერწყმით. 

ვრცლად ჩვენს შესახებ